„კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- „კვოტების დამტკიცების შესახებ" 21.06.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.22.032.009.597
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №2-206–№1460
2006 წლის 20-27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„კვოტების დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს 2006 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა თანდართული დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.
3. თითოეულ იმპორტიორზე წლის განმავლობაში გაცემული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ბრძანების დანართით დადგენილი ცალკეული საქონლის ოდენობის 20 პროცენტს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 21-23 ივნისის №2-102 – №688 ერთობლივი ბრძანების დანართი.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
ა. ალექსიშვილი
დანართი
2006 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა
|
| სასაქონლო კოდი
| |
| საინკუბაციო კვერცხი – 2000000 (ორი მილიონი) ცალი | 040700 | |
| სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა | 06029010000 | |
| ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა |
| |
| მათ შორის: |
| |
| ა) Vigna მუნგო (L), Hepper ან Vigna რადიატა (L) wilczek სახეობის – 5 (ხუთი) ტონა | 07133100000 | |
| ბ) ლობიო წვრილი წითელი (აძუკი) (phaseolus an Vigna anguLatis) – 5 (ხუთი) ტონა | 07133200000 | |
| გ) ლობიო ჩვეულებრივი – 20 (ოცი) ტონა | 07133310000 | |
| დ) ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა | 07133900000 | |
| რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე – 3000 (სამი ათასი) ტონა | 10019091000 | |
| ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა | 10030010000 | |
| მზესუმზირის თესლი – 150 (ასორმოცდაათი) ტონა | 12060010000 | |
| წივანას თესლი – 10 (ათი) ტონა | 120923 | |
| ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა | 120991 | |
| იონჯის თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა | 12092100000 | |
| სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2000 (ორი ათასი) ტონა | 28332500000 | |
| სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები – 1000 (ათასი) ტონა | 38082010000 |