„კვოტების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.110.010.22.032.008.827
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №2-102–№688
2006 წლის 21-23 ივნისი
ქ. თბილისი
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს 2006 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.
3. თითოეულ იმპორტიორზე წლის განმავლობაში გაცემული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ბრძანების დანართით დადგენილი ცალკეული საქონლის ოდენობის 20 პროცენტს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ა. ალექსიშვილი
2006 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა
|
| სასაქონლო კოდი |
| 1. საინკუბაციო კვერცხი – 2 000 000 (ორი მილიონი) ცალი | 040700 |
| 2. სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა | 060290100 |
| 3. ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა მათ შორის: |
|
| ა) Vigna mungo (L), Hepper ან Vigna radiata (L) Wilczek სახეობის– 5 (ხუთი) ტონა | 071331100 |
| ბ) ლობიო წვრილი წითელი (aZuki)(phaseolus ან Vigna angularis) -- 5 (ხუთი) ტონა | 071332100 |
| გ) ლობიო ჩვეულებრივი (Phaseolus vulgaris) – 20 (ოცი) ტონა | 071333100 |
| დ) ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა | 071339100 |
| 4. რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე – 3 000 (სამი ათასი) ტონა | 100190910 |
| 5. ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა | 100300100 |
| 6. მზესუმზირის თესლი – 150 (ას ორმოცდაათი) ტონა | 120600100 |
| 7. შვრიის თესლი – 10 (ათი) ტონა | 120923 |
| 8. ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა | 120991 |
| 9. იონჯის თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა | 120921000 |
| 10. სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2 000 (ორი ათასი) ტონა | 283325000 |
| 11. სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები – 1000 (ათასი) ტონა | 380820100 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კვოტების დამტკიცების შესახებ"?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „კვოტების დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2006.
- როდის იქნა მიღებული „კვოტების დამტკიცების შესახებ"?
- „კვოტების დამტკიცების შესახებ" მიღებულია 21.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-102. სარეგისტრაციო კოდი — 340110010.22.032.008827.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კვოტების დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.11.2006-დან.
- სად არის „კვოტების დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კვოტების დამტკიცების შესახებ", №2-102, 21.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 340110010.22.032.008827 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1107371/