კვოტების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.190.010.11.113.006.702
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №2-179/620
2004 წლის 15-22 სექტემბერი
ქ. თბილისი
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნო-მენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადი-საგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს 2004 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.
დ. კირვალიძე
ზ. ნოღაიდელი
2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის `ჰ4~ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა
სასაქონლო კოდი
1. საინკუბაციო კვერცხი – 2 000 000 (ორი მილიონი) ცალი 040700
2. სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა 060290100
3. კარტოფილის თესლი – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ტონა 070110000
4. ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა
მათ შორის:
Vigna mungo (L), Hepper ან Vigna radiata (L) Wilczek სახეობის
– 5 (ხუთი) ტონა 071331100
ლობიო წვრილი წითელი (aZuki)(phaseolus ან Vigna angularis)
– 5 (ხუთი) ტონა 071332100
ლობიო ჩვეულებრივი (Phaseolus vulgaris) – 20 (ოცი) ტონა 071333100
ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა 071339100
5. რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე
– 3 000 (სამი ათასი) ტონა 100190910
6. ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა 100300100
7. მზესუმზირის თესლი – 150 (ას ორმოცდაათი) ტონა 120600
8. შვრიის თესლი – 10 (ათი) ტონა 120923
9. ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა 120991
10. სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2 000 (ორი ათასი) ტონა 283325000
11. სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები
– 1000 (ათასი) ტონა 380820100