საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№451
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №451

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 135 200 (ას ოცდათხუთმეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

1. №1 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი.

2. №2 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 23 400 (ოცდასამი ათას ოთხასი) ლარი.

3. №3 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ლარი.

4. №4 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 18 400 (თვრამეტი ათას ოთხასი) ლარი.

5. №5 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 25 200 (ოცდახუთი ათას ორასი) ლარი.

6. №6 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 7 600 (შვიდი ათას ექვსასი) ლარი.

7. №7 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარი.

8. №8 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

9. №9 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი.

10. №10 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

11. №11 დანართით გათვალისწინებულ პირთა ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

* ქვეყნდება დანართების გარეშე.