საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№368
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 02/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №368

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდრო­ული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერ­ვო ფონდიდან გამოიყოს 159 200 (ას ორმოცდა­ცხრამეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

– №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;

– №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;

– №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 39 600 (ოცდაცხრა­მეტი ათას ექვსასი) ლარი;

– №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 34 800 (ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) ლარი;

– №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფუ­ლადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

– №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარი;

– №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯან­მრთ­ე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას–ვეტერანთა საქმეე­ბის დეპარტა­მენტს გამოეყოს 4 600 (ოთხი ათას ექვსასი) ლარი;

– №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 15 400 (თხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი;

– №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფუ­ლადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს გამოეყოს 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი;

– №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;

– №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარი;

– №12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

– №13 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს კონტროლის პალატას გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

– №14 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფუ­ლა­დი პრემიის გასაცემად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

– №15 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს უზენაეს სასამარ­თლოს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

 

* დანართები არ ქვეყნდება