საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №344
2006 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 261 400 (ორას სამოცდაერთი ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:
- №1* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 31 200 (ოცდათერთმეტი ათას ორასი) ლარი;
- №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი;
- №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
- №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 58 600 (ორმოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი;
- №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი;
- №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 6 200 (ექვსი ათას ორასი) ლარი;
- №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 36 000 ( ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
- №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 22 600 (ოცდაორი ათას ექვსასი) ლარი;
- №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 8 400 (რვა ათას ოთხასი) ლარი;
- №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;
- №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;
- №12 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 800 (რვაასი) ლარი;
- №13 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
- №14 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს კონტროლის პალატას გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
* დანართები არ ქვეყნდება