საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№326
2005 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 216 800 (ორას თექვსმეტი ათას რვაასი) ლარი, მათ შორის:
ა) №1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარი;
ბ) №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 38 600 (ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი;
გ) №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 56 200 (ორმოცდათექვსმეტი ათას ორასი) ლარი;
დ) №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე) №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 36 600 (ოცდა-თექვსმეტი ათას ექვსასი) ლარი;
ვ) №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ზ) №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 1 400 (ერთი ათას ოთხასი) ლარი;
თ) №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კონტროლის პალატას გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
ი) №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 5 200 (ხუთი ათას ორასი) ლარი;
კ) №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
ლ) №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;
მ) №12 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი;
ნ) №13 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართები არ ქვეყნდება.