საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№245
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 03/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №245

2006 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 344 400 (სამას ორმოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარი, აქედან:

1. №1* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 59 400 (ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხასი) ლარი.

2. №2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარი.

3. №3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 95 400 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარი.

4. №4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 91 400 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ლარი.

5. №5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 20 600 (ოცი ათას ექვსასი) ლარი.

6. №6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.

7. №7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარი.

8. №8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 26 400 (ოცდაექვსი ათას ოთხასი) ლარი.

9. №9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 10 800 (ათი ათას რვაასი) ლარი.

10. №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი.

11. №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი.

12. №12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 400 (ოთხასი) ლარი.

13. №13 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარი.

14. №14 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

15. №15 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოს 1 000 (ერთი ათასი) ლარი.

16. №16 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

17. №17 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს იმერეთის მხარეში გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

 

 პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი

 

*დანართები არ ქვეყნდება