საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№423
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №423

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა  გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან გამოიყოს 113 200 (ას ცამეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

№1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 19 600 (ცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

№2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 36 600 (ოცდათექვსმეტი ათას ექვსასი) ლარი;

№3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 27 400 (ოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი;

№4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარი;

№5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი;

№6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ ვეტერანთა საქმეების დეპარტა­მენტს გამოეყოს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარი;

№7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამო­ეყოს 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი;

 №8 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულა­დი პრემიის გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

 №9 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

 №10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

 №11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

№12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ზ. ნოღაიდელი

 

* დანართები არ ქვეყნდება