საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№349
2007 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 49 400 (ორმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:
– №1* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი;
– №2* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი;
– №3* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 3 000 (სამი ათასი) ლარი;
– №4* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარი;
– №5* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 14 600 (თოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი;
– №6* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 9 000 (ცხრა ათასი) ლარი;
– №7* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 2 800 (ორი ათას რვაასი) ლარი;
– №8* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;
– №9* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;
– №10* დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი;
– №11* დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 2 600 (ორი ათას ექვსასი) ლარი;
– №12* დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
– №13* დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
*დანართები არ ქვეყნდება