"ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება№18
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. ხობი
ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“საქართველოს კანონის,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2010 წლის 6 ოქტომბრის №04-01-07/5038 წერილისა და საქართველოს შ ინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის 2010 წლის 4 დეკემბრის №814755 წერილის საფუძველზე,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქ. ხობში რუსთაველის ქუჩის გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე განთავსებული ზუგდიდისა და სენაკის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის ჭალადიდისა და ფოთის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი „5.21.2 „მიმართულებების მაჩვენებელი“ (მოძრაობის მიმართულებები მარშრუტის პუნქტებისაკენ)“გადატანილ იქნეს კოსტავას ქუჩის მიერთებამდე.
2. ქ. ხობში დავით აღმა შ ენებლის ქუ ჩ აზე, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე განთავსებული ფოთისა და ჭალადიდის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის ზუგდიდისა და სენაკის მიმართულების მაჩვენებელი საგზაო ნიშანი „5.21.2 „მიმართულებების მაჩვენებელი” (მოძრაობის მიმართულებები მარშრუტის პუნქტებისაკენ)“გადატანილ იქნეს კოსტავას ქუჩის მიერთებამდე.
3. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების გადატანის უზრუნველყოფა 30 დღის ვადაში.
4. ეთხოვოს შპს „ზუგდიდის სს“-ს საგზაო ნიშნების სწორად განთავსებაზე კონტროლის განხორციელება.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე