,,საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 13/02/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №36

2003 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის N185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური  პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით:

1. სამსახურის რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტი­კის განყოფილება, მთავარი საინსპექციო განყოფილება და რეგიო­ნალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საინფორმაციო განყოფილება გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს რეგიონალურ სოცია­ლურ-ეკონომიკური პოლიტიკის, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის განყოფილებად.

2. გაუქმდეს სამსახურის მასმედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ჯგუფი და სამსახურის არსებული საშტატო ერთეულების ფარგლებში შეიქმნას რეგიონ ალურ საკითხებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის N 185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიო­ნალური პოლიტიკ ი სა და მართვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების III თავს დაემატოს „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) კოორდინაცია გაუწიოს ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილებათა მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზაციას“.

ბ) დებულების V თავის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის, საინ­ფორ­მაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის განყოფილება;

დ) რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილება;

ე) სამხედრო სამსახურში გაწვევის საკოორდინაციო განყო­ფილება;

ვ) რეგიონალურ საკითხებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;

ზ) საკრებულოებთან ურთიერთობის განყოფილება“.

გ) დებულებისVთავს დაემატოს 71პუნქტი:

„71. ა) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება (კახეთი, ქ.თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ცხინვალის რეგიონი) და დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ურთიერთობის განყოფილება (იმერეთი, გურია-აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) კოორდინაციას უწევენ შესაბამის რეგიონებში რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა საქმიანობას, აკონტროლებენ მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულების მიმდინარეობას, შეიმუშავებენ და სამსახურის უფროსს წარუდგენენ შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ბ) რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის, საინ­ფორმაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის განყოფილება კოორ­დინაციასა და კონტროლს უწევს რეგიონალური სოციალურ-ეკონო­მიკური განვითარების, სახელმწიფო და ტერიტორიულ ერთეულთა ბიუჯეტებს შორის ურთიერთობის, ადგილობრივი საფინანსო-ეკო­ნომიკური ბაზის განმტკიცებისა და ბიუჯეტის შესრულების საკითხთა გადაწყვეტას; მონაწილეობს  რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში; შეიმუშავებს წინადადებებს საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების, ტრანსფერტების რეგიონებისათვის გადანაწილებისა და გამოყენების შესახებ; ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ურთიერთობის პრინციპების შესახებ;  ახორციელებს  ბიუჯეტების შესრულების პროცესის მონიტორინგს; მონაწილეობს  რეგიო­ნალური საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაში; შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ინვესტიციების რეგიონებისათვის განაწილებისა და გამოყენების შესახებ; შეისწავლის რაიონებში დემოგრაფიულ, მიგრაციულ და სოციალურ ტენდენციებს; უზრუნველყოფს ტერიტორიული მართვისა და რეგიონალური პოლიტიკის სფეროში ინფორმაციის მოპოვებას, სელექციას, დამუშა­ვებასა და საინფორმაციო ბანკის შექმნას; კოორდინაციას უწევს რეგიონალურ საინფორმაციო სისტემათა მომზადებასა და დანერგვას, შეიმუშავებს წინადადებებს რეგიონალური საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებზე; უზრუნველყოფს პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადებასა და გამოცემას;

გ) რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საქმიანობის სამართლებრივი ბაზის სრულყოფისათვის სამართლებრივი აქტების პროექტებისა და პროგრამების მომზადებას; შეიმუშავებს ტერიტორიული მართვისა და ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის პროგრამებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ამზადებს ადგი-ლობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების ფუნქცი­ო­ნირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორგანიზაციულ-მეთოდური სახის რეკომენდაციებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექ­ტებს; შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე; უზრუნველყოფს რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების კადრების აღრიცხვას; კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის თანამშრომელთა კადრებისა და საკადრო რეზერვის ბაზის შექმნას, კადრების ატესტაციისა და სწავლების პროცესს;

დ) სამხედრო სამსახურში გაწვევის საკოორდინაციო განყო­ფილება კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობის ორგანო-თა სამხედრო განყოფილებათა მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხ­ვაზე აყვანას, მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და მათ სამხედრო სავალდებულო  სამსახურში გაწვევას; აკონტრო­-ლებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, წვე­ვამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად მოსამ­ზადებელი სამუშაოების შესრულებასა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის პროცესს.

ე) რეგიონალურ საკითხებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება აანალიზებს რეგიო­ნალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებათა შორის ურთიერთობებს, ამზადებს შესაბამის წინადა-დებებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს რეგიონების საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირურთიერთობების დამყარებას, რეგიონალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

ვ) საკრებულოებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველ­ყოფს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებისათვის მეთო-დო­ლოგიურ დახმარებას, სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს  შორის ურთიერთო­ბათა რეგულირებას“.

. შევარდნაძე