სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ბოლო ცვლილება 30.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№419
სარეგისტრაციო კოდი
340140000.10.003.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 419

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 .,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართვე ლოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ “ საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველსაყოფად , დამტკიცდეს თანდართული სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზი სული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა .

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლიდან.

პრემიერ -მინისტრი                                                                                         ნ . გილაური

 

სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა

    მუხლი 1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

1 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქმედებებს , რომელთა გატარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში , თუ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ “ საქართველოს კანონის 32 -ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო ზომების მიღების შედეგად ვერ მოხერხდა სურსათი დან/ცხოველის საკვებიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის პრევენცია , სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა .

2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდ გომში – სააგენტო ) ამზადებს სურ სათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმ ნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდ გენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამ ტკიცებლად .

3 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა განსაზღვრავს :

ა ) კრიზისულ მდგომარეობას ;

ბ ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზებს ;

გ ) კრიზისული მდგომარეობის მართვის პროცედურებს ;

დ ) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნას ;

ე ) კრიზისის პერიოდში ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს ;

ვ ) გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას .

    მუხლი 2. კრიზისული მდგომარეობა

1 . კრიზისული მდგომარეობა შეიძლება იყოს ორი სახის :

ა ) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს სერიოზულ პირდაპირ ან არაპირდაპირ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ;

ბ ) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს პოტენციურ რისკს და ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარდაიქმნას სერიოზულ რისკად .

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული , თუ რამდენად მაღალია ალბათო ბა იმისა , რომ რისკი გავრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნა წილზე ან /და ქვეყნის ტერიტორიიდან გავრცელდება სხვა ქვეყ ნების ტერიტორი ებზე.

3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუცილებელია კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა .

4 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს სათანადო ღონისძიებებს მსგავსი მდგომარეობის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად (კრიზის ის მართვის ჯგუფის შექმნის გარეშე ), რომელსაც აღასრულებს სააგენტო .

    მუხლი 3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზები

კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზებია :

ა ) სურსათის ა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინება ;

ბ ) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება ;

გ ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია ;

დ ) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია .

    მუხლი 4. კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა

1 . მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათ ვა ლისწინებული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში კრი ზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება სა ქა რთ ველოს მთავრობის განკარგულებით.

2 . კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე .

3 . საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კრიზისუ ლი მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონის ძი ებათა შესახებ აღასრულებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე .

4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრისა ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე .

5 . კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილება შეწყდება კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვ რის ან რისკის სათანა დ ო დონემდე შემცირების შემდეგ .

    მუხლი 5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილებები

1 . კრიზისი ს მართვის ჯგუფი პასუხისმგებელია ყველა საჭირო მონაცემის შეგროვებისა და შეფასებისათვის , ასევე კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებით ალტერნატივების გამოვლენისა და შემუშავებისათვის .

2 . კრიზის ის მართვის ჯგუფი ვალდებულია არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასალა მიაწოდოს საქართველოს მთავრობას .

3 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს სურ სათისა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის საკონტაქტო პირებთან .

4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან , მათ შორის , შესაბამის უწყებებთან , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება .

5 . კრიზის ის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენ და ციებს კრიზისული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების აღ მო ფხვრასთან ან /და რისკის სათანადო დონემდე შემცირებას თან დაკავშირებით და წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად .

    მუხლი 6. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები

1 . კრიზისის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს .

2 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისულ ი მდგომარე ობის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს , რომ ელიც წარ ედგინება საქართველოს მთავრობას .

3 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით , ასევე იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას , რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა , და მათთან თანა მშრომლობის დამყარების აუცილებლობას ზუსტი და თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით .

    მუხლი 7. გამჭვირვალობის პრინციპი

1 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობის პრინციპით .

2 . კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს საჯარო , გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .