გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№6
ქ. გარდაბანი
2011 წლის 28 თებერვალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის„ვ“ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის№603 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი№1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი№2).
მუხლი 3
ამ გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის№6 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი№1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGxITLxCxK
სადაც:
ა) ჩN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMGარის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,6-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1,2-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,25 ლარს;
ე) K –არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 45-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN (ლარი) | |||||||||
| ცენტრალური ზონა | |||||||||||||
| 0,55 | 1,6 | 0,25 | 45 | 9,9 | |||||||||
| შუალედური ზონა | |||||||||||||
| 0,55 | 1,2 | 0,25 | 45 | 7,425 | |||||||||
| პერიფერიული ზონა | |||||||||||||
| 0,55 | 0,9 | 0,25 | 45 | 5,56875 | |||||||||
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის:
ა) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,7125 ლარს.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,2275ლარს.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,1975ლარს.
დანართი№2
|
ქ. გარდაბნის ზონების აღწერა | ლოკალური ტერიტორიული ინდექსიlTl | ||
| ცენტრალური ზონა | |||
| ცე ნტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა. | 1,1.6 | ||
| შუალედური ზონა | |||
| შ უალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გო რკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კო ლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკვ ე თამდე, სიხნოს ქუჩა ს.ვურგუნის ქუჩის გა დაკვეთამდე ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სა დგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე. | 1.2 1 | ||
| პერიფერიული ზონა | |||
| პე პე რიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭა ჭა ვჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7-ე არ ხის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზ იზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ო ო ქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვ. კაპანახჩის დასახლება, ლ ელაშხას დასახლება და სხვა. | 0.9
| ||