გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 20.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.161.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301024, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№6

 ქ.  გარდაბანი

 2011 წლის 28 თებერვალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის„ვ“ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის№603 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი№1).

    მუხლი 2

დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი№2).

    მუხლი 3

ამ გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის№6 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“

     მუხლი 4

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.   

    მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

  დანართი№1

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGxITLxCxK

სადაც:

ა) ჩN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMGარის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,6-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1,2-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,25 ლარს;

ე) K –არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 45-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 IMG

 ITL

 C

 K

 CN (ლარი)

 ცენტრალური ზონა

 0,55

 1,6

 0,25

 45

 9,9

 შუალედური ზონა

 0,55

 1,2

 0,25

 45

 7,425

 პერიფერიული ზონა

 0,55

 0,9

 0,25

 45

 5,56875

 

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის:

ა) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,7125 ლარს.

4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,2275ლარს.

 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,1975ლარს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი№2

 

 ქ. გარდაბნის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსიlTl

      ცენტრალური ზონა

  ცე ნტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა.

1,1.6

 შუალედური ზონა

  შ უალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გო რკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კო ლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკვ ე თამდე, სიხნოს ქუჩა ს.ვურგუნის ქუჩის გა დაკვეთამდე ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სა დგურის და                          დ.აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე.

 1.2

1

 პერიფერიული ზონა

პე პე რიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭა ჭა ვჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7-ე არ ხის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზ იზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ო ო ქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვ. კაპანახჩის დასახლება, ლ ელაშხას დასახლება და სხვა.

 0.9