გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2011 ძალადაკარგული 20.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.161.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301024, 15/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
ქ.  გარდაბანი
2011 წლის 28 თებერვალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
ამ გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGxITLxCxK
სადაც:
ა) ჩN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,55-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,6-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1,2-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,9-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,25 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 45-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,55
1,6
0,25
45
9,9
შუალედური ზონა
0,55
1,2
0,25
45
7,425
პერიფერიული ზონა
0,55
0,9
0,25
45
5,56875

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის:
ა) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,7125 ლარს.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,2275 ლარს.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,1975 ლარს.

დანართი №2

ქ. გარდაბნის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი lTl
ცენტრალური ზონა
ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა.
1, 1.6
შუალედური ზონა
შუალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს. ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკვეთამდე, სიხნოს ქუჩა ს. ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და                         დ. აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე.
1.2
1
პერიფერიული ზონა
პეპერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7-ე არხის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზიზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ოოქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვ. კაპანახჩის დასახლება, ლელაშხას დასახლება და სხვა.
0.9