,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №242
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №1, მუხლი 14) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებაში, ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასა და აპარატის საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 17 ერთეულით.”.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) მთავარი სპეციალისტი;
დ) უფროსი სპეციალისტი;
ე) სპეციალისტი;
ვ) დამხმარე მოსამსახურე.“.
3. სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობა | რაოდენობა |
|
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 1. | აპარატის უფროსი | 1 |
| 2. | მთავარი სპეციალისტი (იურისტი) | 3 |
| 3. | მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი) | 1 |
| 4. | სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი) |
1 |
| 5. | დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) | 1 |
|
| სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილება |
|
| 6. | სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილების უფროსი | 1 |
| 7. | მთავარი სპეციალისტი | 1 |
| 8. | უფროსი სპეციალისტი | 1 |
| 9. | სპეციალისტი | 6 |
|
| სულ | 17“. |
4. დამატებით გამოყოფილი საშტატო ერთეულების დაფინანსება განხორციელდეს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
5. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი