ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.04.2011 ბოლო ცვლილება 27.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.138.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110406007, 11/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება №7

2011 წ ლის 1 აპრილი

ქ.ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალციხეში:

ა. ცენტრალური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1,5 ლარი,

ბ. შუალედური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1,2 ლარი,

გ. პერიფერიული ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 1 ლარი.

2. შენობა - ნაგებობაზე ქალაქ ახალციხეში:

ა. ცენტრალური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 25 ლარი,

ბ. შუალედური ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 10 ლარი,

გ. პერიფერიული ზონა – 1 კვადრატულ მეტრზე – 5 ლარი.

მუხლი 2 . ახალციხის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 1 კვადრატულ მეტრზე – 1 ლარი.

2. შენობა-ნაგებობაზე –1 კვადრატულ მეტრზე – 5 ლარი.

მუხლი 3 . დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება დანართის მიხედვით.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 9 წლის 27 თებერვლის №13 დადგენილება.

მუხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            მ . გიქოშვილი

 

დანართი

 

№

ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა

1

ცენტრალური ზონა

 

მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო ,,ახალი ხიდიდან” - ,,ძველ ხიდამდე” - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და ,,ხუთსართულიანი ” დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის).

2

შუალედური ზონა

 

რკინიგზის ცენტრალური ლიანდაგის სამხრეთით მდებარე ტერიტორია 9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის“ გადაკვეთამდე, ,,რაბათის” დასახლება. (ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის, მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, სანაპიროს, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის ჯანაშიას, თამარაშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის).

3

პერიფერიული ზონა

 

ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, ,,საბარგო სადგურის” დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, დავით აღმაშენებლის, ივ.ახალციხელის), 9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, სომხური სასაფლაოს და ყოფილი ,,ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია.

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2013.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 01.04.2011. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.35.138.016024.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №7, 01.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.138.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1273955/