„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
არაოფიციალური თარგმანი
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას ქ. სოფიაში საქართველოს საელჩოს მიმართ და აქვს პატივი აცნობოს შემდეგი:
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, ევროკავშირის (acquis communautaire) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ბულგარული მხარე სთავაზობს საქართველოს მხარეს, სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ მე–4 მუხლის 1-ლ ნაწილში შემდეგი ცვლილებების შეტანას:
„მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის – სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში – საგზაო ინფრასტრუქტურის მოხმარებისთვის იხდიან კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ მოსაკრებელს, რომელიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელ ი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოხმარების სასარგებლოდ მოსაკრებლის გადახდა ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოშია დარეგისტრირებული, მათ მიმართ დისკრიმინაციულ ხასიათს არ ატარებს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით”.
ზემოაღნიშნულ წინადადებაზე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის შეცვლასთან დაკავშირებით, ქართული მხრიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, წინამდებარე ნოტა და საელჩოს საპასუხო ნოტა ჩაითვლება სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ” დამატებად, რომელიც ძალაში შევა საპასუხო ნოტის მიღებისთანავე.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა ქ. სოფიაში საქართველოს საელჩოს განუახლოს თავისი პატივისცემა.
სოფია, 2010 წლის 21 აპრილი
საქართველო საელჩო
სოფია