„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული შენობა–ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს
დადგენილება №107
2011 წლის 28 ივლისი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული შენობა-ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №99 დადგენილებით (სიიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ.გვერდი 110704016, 07.07.2011)დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული შენობა-ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესში:
1. დანართის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი შენობა-ნაგებობათა განთავსება-მშენებლობა:“
2. დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა-უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
3. დანართის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია აღმასრულებელ ორგანოს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე