„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 22 ივლისი
დაბა ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი.
გერბი იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი – ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ბრჭყალები წითელია).
II ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.
III ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდ ი.
გერბის თავს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით. ფარის ქვეშ მოთავსებულია ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ლენტეხი. “
დანართი №2
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დროშა.
დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად.
I ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.
II ნაწილი წარმოადგენს ზურმუხტოვან ველს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ” მიღებულია 22.07.2011. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.115.016060.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების- გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ”, №36, 22.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1452148/