„უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №601
2011 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის №560 ბრძანების (სსმ III, 08.07. 2010 წ., №82, მუხ. 1195):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს ვალდებულებების, მათ შორის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“;
გ)პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „სახელმწიფოს ვალდებულებების, მათ შორის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“ (თანდართულ დანართთან ერთად).“;
დ) პირველი მუხლით დამტკიცებული ინსტრუქციის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფოს ვალდებულებების, მათ შორის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესის შესახებ“;
დ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებების, მათ შორის დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში, დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესს.“;
დ.გ) მე-2 მუხლის:
დ.გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო ვალდებულება – საერთაშორისო დავის შედეგად წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, ასევე საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული ქართული მხარის ფინანსური ვალდებულება გადასახადების ნაწილში;“;
დ.გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ვალდებულების დაფარვა – სახელმწიფო ვალდებულების შესრულების მიზნით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაცია;“;
დ.დ) მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა“;
დ.ე) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 3¹. საერთაშორისო დავების შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა
1. საერთაშორისო დავების შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან.
2. საერთაშორისო დავაში საქართველოს სახელმწიფოს სახელით მონაწილეობის მიმღები სახელმწიფო უწყება სახაზინო სამსახურს მიმართავს წერილობით (რომელიც დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) ვალდებულების დასაფარად.
3. წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს იმ პირის იდენტიფიცირებისა და საბანკო ანგარიშწორებისათვის საჭირო რეკვიზიტებს, ვის სასარგებლოდაც მოხდა სახელმწიფო ვალდებულების წარმოქმნა. წერილობით მიმართვას უნდა ახლდეს აგრეთვე სახელმწიფო ვალდებულების წარმოქმნის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია.
4. სახელმწიფო ხაზინა არ შეასრულებს ვალდებულების დაფარვას, თუ სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის დადგენილ მოთხოვნას.“;
დ.ვ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეანგარიშიდან სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვა არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში და ანგარიშში.“;
დ.ზ) „დანართი №1“-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მაჩვენებლები“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე