1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, აგრეთვე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);
b) ისრაელში:
(i) საშემოსავლო გადასახადი და კომპანიის გადასახადი (ნამეტ შემოსავალზე გადასახადის ჩათვლით); და
(ii) ქონების გასხვისებიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე დარიცხული გადასახადი, უძრავი ქონების დაბეგვრის შესახებ კანონის შესაბამისად (შემდგომში „ისრაელის გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 2, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-2/