საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№845
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.000.911
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 1999 წ., მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3421 მუხლი:

    „მუხლი 3421. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა

სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

2. 378-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ანდა“ შეიცვალოს სიტყვით „ან“, ხოლო ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 10 აპრილი.

N845–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.04.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №845. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.000.911.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №845, 10.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.911 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15256/