1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს „გამყიდველი’’.
2. „გამყიდველი’’, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და რეალიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელება;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გასაყიდი ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სახის ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
5. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას
მუხლი 2. აუქციონის ორგანიზება
თავი 1 — მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გა
- მუხლი 3. აუქციონში მონაწილეობის პირობები
- მუხლი 4. აუქციონის ჩატარების წესი
- მუხლი 5. 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველსა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დ
- მუხლი 6. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 8. 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს
- მუხლი 9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება
- მუხლი 10. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა
- მუხლი 12. გარიგებათა ბათილად ცნობა
- მუხლი 13. 1. ქონებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.“, მუხლი 2, №8, 22.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1618467/muxli-2/