არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილას 10 დღის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023