1. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა −
ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ.
2. საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება −
ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №400 – ვებგვერდი, 02.04.2025