1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გახსნას საგადახდო ანგარიში კომერციულ ბანკში, მიკრობანკში და ჰქონდეს ამ საგადახდო ანგარიშით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და პროპორციულ საფუძველზე. წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურებების შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების საშუალებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წვდომაზე უარის თქმის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკრობანკი ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023