საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.025.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №207

2012 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის№133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 1).

2. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 2).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2012 წლის 1 სექტემბრამდე.

ა . ხეთაგური

 (დანართი 1)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება (პრიორიტეტულია ფიზიკის ფაკულტეტი);

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

დ) კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.

 

 

(დანართი 2)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო განათლება (პრიორიტეტულია ფიზიკის ფაკულტეტი);

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ ორი წელი);

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო);

დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ერთ-ერთი, ან რამდენიმე ოფიციალური ენის (ფრანგული, არაბული, რუსული, ესპანური, ჩინური) ცოდნა – სასურველი;

ე) კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.22.025.016084.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №207, 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.025.016084 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1694326/