„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/121
2012 წლის3 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებ აში (დანართი 1)“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :
1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საერთო სასამართლოების ( გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) აპარატ ებ ის სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის შედგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომში – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).“.
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრი ს (განცხადებ ის ) წარმოდგენი ს შემთხვევაში უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრი ს (განცხადებ ის ) ავტორს ;
გ2) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათის აა , ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებულ ი საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრი ს (განცხადებ ის ) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებით ი ბარათ ით მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ან საბჭოს წევრს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი გ ანისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი