იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №482 |
|
2012 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის 2012 წლის ის სახელმწიფო პროგრამები, მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები დანართის შესაბამისად, მათ შორის:
ა) 2013 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს, 2012 წელს დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მომწოდებლებთან. ამასთან:
ა.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2012 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);
ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2012 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2012 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;
ბ) შენარჩუნებულ იქნეს 2012 წლის ვაუჩერული პროგრამების მიწოდების/განხორციელების/დაფინანსების პრინციპები, ამასთან 2013 წელს გაგრძელებული ჯანმრთელობის დაცვის 2012 წლის ვაუჩერული პროგრამების ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია, აგრეთვე პროგრამებში მონაწილე ყველა მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2012 წელს განსაზღვრული წესით;
გ) შენარჩუნებულ იქნას „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“, „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტების ფარგლებში დარეგისტრირებული მომწოდებლების სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2012 წელს განსაზღვრული წესით;
დ) არ გაგრძელდეს 2012 წელს არსებული ხელშეკრულებები შემდეგი პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში 2013 წლის პროგრამების დამტკიცებამდე:
დ.ა) „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კიბოს რეგისტრის დანერგვის კომპონენტი და მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიის კომპონენტი;
დ.ბ) „უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის ფარგლებში, უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიოს დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის კომპონენტი.
დ.გ) „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული კომპონენტების ფარგლებში 2012 წელს აუნაზღაურებელი თანხების (არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების წყაროდ, განისაზღვროს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდით გათვალისწინებული ასიგნებები.
ე) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის ,,საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის თვის ლიმიტი განისაზღვროს 36,665 ლარით.
ვ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 1 იანვრიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას, შესაბამის რაიონში ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების 13.1 დანართით განსაზღვრული თვის ლიმიტის 50%-ით, ხოლო 13.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ფარგლებში.
ზ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად კომპონენტის ფარგლებში, 2013 წლის 1 იანვრიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების თანადაფინანსებას ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით განსაზღვრული თანხის 50%-ით.
თ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სხვა საქონლის შესყიდვების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს, ცენტრს და სააგენტოს მიეცეთ უფლება დამატებით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემდეგი პროგრამების ფარგლებში, ხოლო სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და შესყიდული საქონლის მოწოდებამდე იხელმძღვანელონ ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით:
თ.ა) ,,იმუნიზაციის“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უფლება მიეცეს ცენტრს ამავე კანონით „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ვაქცინების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვისა“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენეტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა - კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
თ.ბ) ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი;
თ.გ) ,,ნარკომანიის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი;
თ.დ) ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი.
3. სააგენტომ და ცენტრმა 2013 წლის 31 იანვრამდე სამინისტროში წარადგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად დადებული/გაგრძელებული ხელშეკრულებების შესახებ (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების), რომელიც დადგენილი წესით უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო განმახორციელებელი დადგენილი წესით აცნობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4. სააგენტომ და ცენტრმა 2012 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსება იმავე პირობებითა და მოცულობით განახორციელონ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, დანართის მიხედვით. ამასთან, 2012 წლის განმავლობაში სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2013 წელს, ანაზღაურდეს 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;
ბ) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2012 წელს გაფორმებული, აგრეთვე 2011 წელს გაფორმებული და შეთანხმებით 2012 წელს გაგრძელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან;
გ) „რეფერალური მომსახურების“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2012 წელს მიღებული, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2013 წელს ხელშეკრულებების გაფორმება და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან;
დ) 2012 წელს „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილების შესაბამისად, უწყვეტად გაგრძელებული პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში სააგენტოს მიერ 2012 წლის განმავლობაში აღიარებული ვალდებულებების და 2012 წლის განმავლობაში წარმოშობილი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით განსაზღვრული წესის თანახმად მიღებული იქნება 2013 წელს, ანაზღაურდეს „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2013 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.
6. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაფორმდეს ხელშეკრულებები და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან.
7. ,,რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდეს 2012 წელს არსებული შრომითი ურთიერთობები კომისიის მიერ საჭიროებისამებრ მოწვეულ შესაბამისი პროფილის ექიმებთან.
8. ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებით.
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
საქართველოს მთავრობის 2012 წლის
28 დეკემბრის N.482. დადგენილების
დანართი
|