1.
საბროკერო
კომპანიამ
, თავისი
აქტივების
კლიენტების
ფასიანი
ქაღალდებისა
და
ფულადი
სახსრებისაგან
გამიჯვნის
მიზნით
, უნდა
იქონიოს
განცალკევებული
ანგარიშები
.

2.
ყველა
ხელშეკრულება
საბროკერო
კომპანიასა
და
მის
კლიენტებს
შორის
ფორმდება
წერილობით
.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც კლიენტისათვის ნაკლებად ხელსაყრელია.

4.
ბროკერს
ეკრძალება
საბროკერო
კომპანიის
სახელით
კლიენტებისათვის
შეგნებულად
შეცდომაში
შემყვანი
რეკომენდაციებისა
და
ინფორმაციის
მიცემა
. საბროკერო
კომპანია
იძლევა
ინფორმაციას
ინვესტიციების
ვარგისობის
, საბროკერო
კომპანიის
ან
ბროკერის
შესაძლო
ინტერესთა
კონფლიქტისა
და
საბროკერო
კომპანიის
ფინანსური
მდგომარეობის
შესახებ
.

5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის მოხდენიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:

ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე;

ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161

საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4201
- ვებგვერდი,10.09.
2015
წ.

საქართველოს 2017 წლის 10
მარტის

კანონი
№441
- ვებგვერდი, 22.03.2017