თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5/11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/11

2013 წლის 7 მარტი

ქ. ფოთი

 

თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ


მუხლი 1
  დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2
   თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეებზე: მდივანი, მბეჭდავი, დამლაგებელი და მძღოლი, არ ვრცელდება აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული,  საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 3
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა



დანართი №1
 

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის  მერიის საჯარო მოსამსახურეთა

    დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1
1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების  ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
თ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.
2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებმა პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით უნდა იცოდნენ ერთი უცხო ენა მაინც;
მუხლი 2
1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება.
2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ადგილობრივი შესყიდვების განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მე-2  მუხლის პირველი პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული  ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება  „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული     ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";                                                                       
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის N11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ";
დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“;
ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის N15 ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მე-2  მუხლის პირველი პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით მოეთხოვებათ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №10/37 დადგენილების და „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის N2/2 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 3
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
კ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;
ლ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
ნ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება.
მუხლი 4
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება.
მუხლი 5
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ლ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება;
მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
ნ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება.
მუხლი 6
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ი) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილება;
კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
ლ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულება.
მუხლი 7
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულება.
მუხლი 8
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება.
მუხლი 9
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სპორტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;      
თ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულება.
მუხლი 10
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების  ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
თ) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571  ბრძანება;
ო) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
პ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სახანძრო -სამაშველო სამსახურის დებულება.
მუხლი 11
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
თ) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;    
ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება.
მუხლი 12
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტები ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება;
თ) თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულება.
მუხლი 13
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერის მოადგილეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
კ) საქართველოს კანონი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება.
მუხლი 14
1. თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეებს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი დონე, საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები,  საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი,  გუნდური, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი, სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი, უნდა იყოს კომუნიკაბელური და გაწონასწორებული.
2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის  საჯარო მოსამსახურეებმა უნდა იცოდნენ საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და (Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე მაინც.