ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №327

2013 წ ლის 18 აპრილი

                                                       ქ. თბილისი                                                  

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2013 წლის 18 მაისს.

2.  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3.  გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4.  იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი                                                                                             თეა წულუკიანი