`შუახევის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის #19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2013 წლის 25 ივნისი დაბა შუახევი |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5220,092 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადები 90,300 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს შუახევისმუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტები 5008,092 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 121700 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 132,644 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1941,232 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო–სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. დაგეგმილია საზანძრო ავტომობილის შეძენა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
(პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მისი ექსპლუატაცია ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, არხების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება, მაწანწალა ცხოველებთან და მღრნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
შუახევის მუნიციპალიტეტი მაღალმთიან რეგიონს განეკუთვნება, ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ კუთხით ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2013 წელს დაეგება ასფალტის საფარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 28,680 ლარი.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემას.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის (სულ 384 სანათი წერტილი) ექსპლოატაცია. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია დაბისა და მიმდებარე სოფლებისათვის შიპჩამჭერების და საჭირო მოწყობილობების შეძენა (20 ცალი) და 33 ახალი წერტილის მოწყობა (დაბა შუახევში 27 ერთეული, სოფელ ხიჭაურში 3, სოფელ ჭალაში 1 ერთეული, სოფელ ბრილში 1 ერთეული და სოფელ ვერხვანაში ერთი ერთეული).
(პროგრამული კოდი 03 02 02 )
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სანიტარული დასუფთავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ორი ღონისძიება:
1. დაბისა და ხიჭაურის ტერიტორიის დასუფთავება–91376 ლარი,
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა–31224 ლარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა–დასუფთავება – 75392 კვ.მ, მწვანე საფარის დასუფთავება–4700 კვ.მ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 850 მ3 კონტეინერების მოვლა–პატრონობა 35 ცალი.
აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეეზოვეებისა და კომუნალურში მომსახურეთა უნიფორმით უზრუნველყოფა.
პროგრამა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. იგი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ეხება სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცვას, მაწანწალა ცხოველებთან ბრძოლას. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გაუვნებელყოფა. რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.დასახელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვას, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისადა ჩამოსულ სტუმართა კეთილდღეობას.
მოსახლეობის სასმელი წყლით მიმარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნის რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სულ მუნიციპალიტეტში 12 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2012 წელს ასევე რემონტი ჩაუტარდება სასმელი წყლის ცენტრალურ გამანაწილებელ აუზს და ასევე იგეგმება სასმელი წყლის მოსაყვანად სხვადასხვა დიამეტრის მილების შეძენა და მოსახლეობისათვის გადაცემა. სისტემატურად მიმდინარეობს ცენტრალური წყალსადენის ქლორირება და ფილტრაცია.
2012 წელში დაგეგმილია ასევე მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ნენია, ნიგაზეული და წყაროთა) მიწისქვეშა წყლის ამოსაქაჩად ჭაბურღილების მოწობა .წყალმომარაგების სისტემის გამართული მუშაობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის წყალკანალი“, სადაც დასაქმებულია 23 თანამშრომელი,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისათვის ფუნქციონირებს სარწყავი არხების მოვლა–შენახვის პროგრამა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 39 სარწყავი არხი, სადაც დასაქმებულია (4 თვის განმავლობაში) 53 კაცი, რომლებიც უზრუნველყოფენ 243 კმ სიგრძის არხების მოვლა–პატრონობას. აღნიშნული არხებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის სოფლების
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის კეთილმოწყობის ღონისძიებები: კერძოდ, მოეწყობა სოფელ კობალთაში სახანძრო აუზი, მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული 75 ელექტრო და წყლის წისქვილების გამრიცხველიანობა, სოფელ ხიჭაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეგება ასფალტის საფარი და კეთილმოეწყობა, ასევე მოეწყბა სკვერები და დაბის ცენტრალური გზიდან ასასვლელი კიბე, შეიღებება დაბაში არსებული შენობების გარე ფასადები და გადაიხურება სახურავები, იგეგმება ასევე სოფელ ქიძინიძეების ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების შეუფერხებელი მუშაობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელთა გადაჭრაზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის დონე. 2012 წელს იგეგმება დაბაში არსებულ სანიაღვრე არხებზე ალმირებული ბადის მოწყობა.
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად მეტად მნიშვნელოვანია დაბის ტერიტორიის გამწვანება და ნარგავების მოვლა–პატრონობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ნარგავების გაშენებას და არსებული ნარგავების მოვლა–პატრონობას(მორწყვას, გასხვლას) მუნიციპალიტეტის არსებული მწვანე საფარის დასუფთავებას. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 168 ახალი ნერგის დარგვა; მწვანე საფარის გასხვლა–გაწმენდა; ნარგავების თოვლისაგან გაწმენდა.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
სკოლამდელი განათლების 2013 წლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 313810 ლარს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 160 ბავშვი. საშტატო რიცხოვნობა 2013 წლისათვის შეადგენს 62, რომელთა წლიური სახელფასო ბიუჯეტი შეადგენს 225290 ლარს. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს და აღნიშნული თანხით ფინანსდება ბავშვების დამატებითი კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხელშემწყობა, რაც აღნიშნულ სოფლებში სკოლების სიშორის გამო არის გამოწვეული. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის, განათლების და ჯამრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობებს. დაეგება სოფელ ბუთურაულში სკოლის დარბაზში ბეტონის იატაკი.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, დაფინანსდება: საფეხბურთო კლუბი „ოთოლთა“და აიპი „შუახევის სასპორტო სკოლა“, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით დაბა შუახევში ფუნქციონირებს რაგბის ორი წრე, სადაც დაკავებულია 36 ბავშვი. აღნიშნული სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ჭიდაობის (ქართული, ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა) წრეები სადაც დაკავებულია 163 ბავშვი და სათხილამურო სპორტის 5 ჯგუფი, რომელშიც ასევე 82 ბავშვი ვარჯიშობს. აღმზრდელ-მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 17-ს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა შუახევში 2012-2013 წლებში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, 2013 წელს მოეწყობა ფურტიოს რაგბის მოედანი. მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული დანიშნულების ქსელის გაფართოება. თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა. დაგეგმილია ასევე დაბის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.
შუახევის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოთ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს დრამატურიისა და ნორჩ დეკლამატორთა შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და ტურიზმის, ხელოვნების, ქსოვის, ქარგვის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვისა და დაწყებითი მოდელირების წრეები რომელებშიც 50 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორუ ღონისზიებებში და გამოფენებში მონაწილეობა.
აიპი შუახევის „სახელოვნებო სკოლა“-ში ამჟამად სწავლობს 84 ბავშვი, წლიური შენატანი თითოეულ ბავშვზე შეადგენს 40 ლარს, არსებობს სამი ჯგუფი: საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხური ჯგუფები, სკოლაში მუშაობს 12 პედაგოგი. ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
(პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მოქმედებს 3 მიზნობრივი პროგრამა. რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.
ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტი ეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატიური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულები და აღნიშნულის პრევენციის მიზნით ხდება საჭიროებისამებრ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
(პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნისა და სოფელ წყალსაყრის, რომლებიც მუნიციპალიტეტის ყველაზე დაშორებული სოფლებია დაბის ცენტრიდან, მოსახლეობის სასწრაფო–სამედიცინო დახმარება, როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანის უზრუნველყოფა ცენტრალურ სამედიცინო დაწესებულებაში. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მძღოლების (2 მძღოლი) ხელფასის, ავტომანქანების საწვავის, ტექნიკური მომსახურების და მობილური კავშირის ხარჯების სუბსიდირებას.
მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასეთი ოჯახების წევრებისათვის ფუნქციონირებს „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფი“-ს პროგრამა, მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან სოციალურ შემწეობასა და პენსიის თანხებზე არიან დამოკიდებულნი, არ გააჩნიათ ფინანსური საშუალება ჩაიტარონროგორც საპროთეზო-ორთოპედიური, ასევე სტომატოლოგიური მკურნალობა. შუახევის მუნიციპალიტეტში ასეთი 42 მოქალაქეა.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
(პროგრამული კოდი 06 02 01)
უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა, მზრუნველობამოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 42 ბენეფიციარი. ხორციელდება ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვის დროს დაღუპულთა საფლავების მონახულება და დაღუპულთა ქვრივებზე მატერიალური დახმარების გაწევა.
მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ზემოაღნიშნული პროგრამა რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას:
· მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 500 ლარი;
· მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში 700 ლარი;
· მეხუთე და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში 900 ლარი;
მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 38 მრავალშვილიანი ოჯახს გაეწევა დახმარება, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის მოხდება დახმარების გაცემა თითოეულ ოჯახზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში).
შუახევის მუნიციპალიტეტში არის შემთხვევები, როცა მოქალაქეებს მოულოდნელად ესაჭიროებათ გადაუდებლად მატერიალური დახმარება ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ასეთი ოჯახების დასახმარებლად ბიუჯეტით გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა რომლითაც ხდება მოსახლეობის ფინანსური დახმარება 100 ლარით. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად 220 ბენეფიციარი ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის დედ–მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა. თითოეულზე ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 10 ბავშვი.
პროგრამა ითვალისწინებს 4 დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. აღნიშნული ბენეფიციარები ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერას წარმოადგენს.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|