„შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2014 წლის 18 სექტემბერი დაბა შუახევი |
|
შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 538 143 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადები 229 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტების პროექტი 6 114 143 ლარის ოდენობით
.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 195 000 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 186 532 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 404 309 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. დაგეგმილია საზანძრო ავტომობილის შეძენა და სახანძრო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე რემონი. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მისი ექსპლუატაცია ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, არხების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება, მაწანწალა ცხოველებთან და მღრნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
შუახევის მუნიციპალიტეტი მაღალმთიან რეგიონს განეკუთვნება, ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ კუთხით ხიჭაურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2014 წელს დაეგება ასფალტის საფარი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 126,162 ლარი. მოეწყობა ჭვანა ბარათაულის გზის მე-2 კმ-ზე დამცავი ჯებირი და სანიაღვრე არხი გამოყოფილია 50080 ლარი, ბარათაულის ცენტრში მოეწყობა სანიაღვრე არხი. ბურღვა აეთქებითი სამუშაოები ჩატარდება მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემას.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის (სულ 403 სანათი წერტილი) ექსპლოატაცია. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია დაბისა და მიმდებარე სოფლებისათვის შიპჩამჭერების და საჭირო მოწყობილობების შეძენა და 22 ახალი წერტილის მოწყობა (დაბა შუახევში 14 ერთეული, სოფ იაკობაური 1, პაპოშვილები 1, დღვანი 1, ჭალაში 1,მოფრინეთი 1,მჭედლური 1 და ბესელაშვილები 1 ერთეული.);
მოსახლეობის სასმელი წყლით მიმარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნის რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სულ მუნიციპალიტეტში 12 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2014 წელს ასევე რემონტი ჩაუტარდება სასმელი წყლის ცენტრალურ გამანაწილებელ აუზს და ასევე იგეგმება დაბის წყალსასადენის ახალი მაგისტრალის მშენებლობა რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა1098,311 ლარი. აღდგენილი იქნება დაბაში დაზიანებული წყალსადენის ქსელი გამოიყოფა 15600 ლარი, დაგეგმილია მიმდინარე წელში ორთამელა, ნიგაზეულის, ბრილის და ფურტიოს სასმელი წყლის გამანაზილებელი აუზების რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 39 000 ლარი. სისტემატურად მიმდინარეობს ცენტრალური წყალსადენის ქლორირება და ფილტრაცია. 2014 წელში დაგეგმილია ასევე მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში (ნენია,ნიგაზეული ,გორა,ახალდაბა, ფურტიო, ბუთურაულში და ჭალაში) მიწისქვეშა წყლის ამოსაქაჩად ჭაბურღილების მოწობა, გამანაწილებელი აუზებით და საქაჩი ტუმბოებით. წყალმომარაგების სისტემის გამართული მუშაობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის წყალკანალი“, სადაც დასაქმებულია 23 თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისათვის ფუნქციონირებს სარწყავი არხების მოვლა-შენახვის პროგრამა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 39 სარწყავი არხი, სადაც დასაქმებულია (4 თვის განმავლობაში) 53 კაცი, რომლებიც უზრუნველყოფენ 243 კმ სიგრძის არხების მოვლა–პატრონობას. აღნიშნული არხებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის სოფლების 3110 ოჯახი.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის კეთილმოწყობის ღონისძიებები: კერძოდ, მოეწყობა სოფელ ჩანჩხალოს სამკურნალო წყლის აუზი, მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული სოფლის სახლები-კლუბები და ელექტრო წისქვილების გამრიცხველიანობა, სოფელ ხიჭაურში და ზამლეთში მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი და კეთილმოეწყობა, ასევე მოეწყბა სკვერები , დასრულდება სოფელ ქიძინიძეების სოფლის სახლის კეთილმოწყობა, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება შუბნის თემის ადმინისტრაციულ შენობას, გარემონტდება ფურტიოს,ჭვანის ოლადაურის სოფლის სახლები დასრულდება ცინარეთის სოფლის სახლის მშენებლობა. დასრულდება დაბის ტერიტორიაზე საცხოვრებელ შენობებთან სანიაღვრე არხების მოწტობა და ჩამოშლილი ჯებირების აღდგენა. შეიღებება დაბაში არსებული შენობების გარე ფასადები და გადაიხურება სახურავები,. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების შეუფერხებელი მუშაობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელთა გადაჭრაზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის დონე. 2014 წელს იგეგმება დაბაში არსებულ სანიაღვრე არხებზე ალმირებული ბადის მოწყობა. რუსთაველის ქუჩის №34 და ჭვანის ცენტრში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბაში დაზიანებულ საკანალიზაციო ქსელს 15840 ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი სველი წერტილი 8000 ლარი.
მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად მეტად მნიშვნელოვანია დაბის ტერიტორიის გამწვანება და ნარგავების მოვლა-პატრონობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ნარგავების გაშენებას და არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობას(მორწყვას, გასხვლას) მუნიციპალიტეტის არსებული მწვანე საფარის დასუფთავებას. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 125 ახალი ნერგის დარგვა; მწვანე საფარის გასხვლა–გაწმენდა; ნარგავების თოვლისაგან გაწმენდა.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
სკოლამდელი განათლების 2014 წლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 336 900 ლარს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 160 ბავშვი. საშტატო რიცხოვნობა 2014 წლისათვის შეადგენს 62, რომელთა წლიური სახელფასო ბიუჯეტი შეადგენს 225290 ლარს. დაგეგმილია მიმდინარე 5 ცალი პიანინოს შეძენა რაზეც გამოიყოფა 5000 ლ. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხელშემწყობა, რაც აღნიშნულ სოფლებში სკოლების სიშორის გამო არის გამოწვევული. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის, განათლების და ჯამრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობებს. აშენდება სოფელ დარგულას,ჩანჩხალოს, კობალთის, წიაღის და მჭედლურის დაწყებითი სკოლები, რაზეც გამოიყოფა120,000 ლარი.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, დაფინანსდება: საფეხბურთო კლუბი „მერანი“და აიპი „შუახევის სასპორტო სკოლა“, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით დაბა შუახევში ფუნქციონირებს რაგბის ორი წრე, სადაც დაკავებულია 36 ბავშვი. აღნიშნული სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ჭიდაობის (ქართული, ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა) წრეები სადაც დაკავებულია 163 ბავშვი და სათხილამურო სპორტის 5 ჯგუფი, რომელშიც ასევე 82 ბავშვი ვარჯიშობს. აღმზრდელ-მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 17-ს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა შუახევში 2014 წელს სპორტული კომპლექსის წყალმომარაგების, ელ. ენერგიის სისტემის და სანიაღვრე არხის მოწყობა. 2014 წელს მოეწყობა ფურტიოს რაგბის მოედანი. ასევე სოფელ ბარათაულში და დღვანში მოეწყობა ახალი სპორტიული მოედბები, ხოლო სოფელ ნენიის და ბუთურაულის სპორტულ მოედნებზე დაიგება შავი საფარი რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30000 ლარი. მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული დანიშნულების ქსელის გაფართოება. თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია.
შუახევის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოთ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს დრამატურიისა და ნორჩ დეკლამატორთა შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და ტურიზმის, ხელოვნების, ქსოვის, ქარგვის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვისა და დაწყებითი მოდელირების წრეები რომელებშიც 50 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორუ ღონისზიებებში და გამოფენებში მონაწილეობა. კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება რაიონულ ბიბლიოთეკას, ოლადაურის, კვიახიძეების და ნიგაზეულის მუზეუმებს რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 40000 ლარი.
აიპი შუახევის „სახელოვნებო სკოლა“-ში ამჟამად სწავლობს 84 ბავშვი, წლიური შენატანი თითოეულ ბავშვზე შეადგენს 40 ლარს, არსებობს სამი ჯგუფი: საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხური ჯგუფები, სკოლაში მუშაობს 12 პედაგოგი. ყოველივე აქედა გამომდინარე მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მოქმედებს 2 მიზნობრივი პროგრამა. რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.
ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტი ეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატიური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულები და აღნიშნულის პრევენციის მიზნით ხდება საჭიროებისამებრ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
პროგრამის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნისა და სოფელ წყალსაყრის, რომლებიც მუნიციპალიტეტის ყველაზე დაშორებული სოფლებია დაბის ცენტრიდან, მოსახლეობის სასწრაფო–სამედიცინო დახმარება, როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანის უზრუნველყოფა ცენტრალურ სამედიცინო დაწესებულებაში. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მძღოლების (2 მძღოლი) ხელფასის, ავტომანქანების საწვავის, ტექნიკური მომსახურების და მობილური კავშირის ხარჯების სუბსიდირებას.
ა.გ) შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიების ტრანსპორტითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 04)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიების ტრანსპორტითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მდებარე თემები და სოფლები მნიშვნელოვნად დაშორებულია დაბის ცენტრთან, მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურებისა და ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის აღნიშნული პროგრამით შესაძლებელი იქნება თემებში მდებარე ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და თემებში დასაქმებული მედპერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რითაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობას გაეწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიებს გადაეცემათ 8 ავტომობილი–ნივა, რომელიც მოსახლეობაზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მეზნით უზრუნველყოფს ამბულატორორიის მედპერსონალის ტრანსპორტირებას.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა, მზრუნველობამოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 42 ბენეფიციარი. ხორციელდება ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვის დროს დაღუპულთა საფლავების მონახულება და დაღუპულთა ქვრივებზე მატერიალური დახმარების გაწევა.
მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 35 მრავალშვილიანი ოჯახს გაეწევა დახმარება, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის მოხდება დახმარების გაცემა თითოეულ ოჯახზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში).
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის დედ–მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა. თითოეულზე ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 8 ბავშვი.
პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების სატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. აღნიშნული ბენეფიციალები ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერას წარმოადგენს.
შუახევის მუნიციპალიტეტში 0-დან 57000 -მდე მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე მოხდება საცხოვრებელი სახლის სახურავის შეძენა. ამით მიეცემათ საშუალება უსაფრთხოდ იგრძნონ თავი წვიმიან და თოვლიან ამინდში. ნაწილობრივ გაუმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები.
განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ათას ლარებში
|