„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.09.2013 ბოლო ცვლილება 02.10.2013
ნომერი
№322
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №322

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011წ., 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 85-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია:

ა) 2012 წლის 5 ივლისის და შემდგომი საგადასახადო პერიოდების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის 11  პუნქტით გათვალისწინებული აქციზის დეკლარაცია;

ბ) 2012 წლის 5 ივლისამდე არსებული საგადასახადო პერიოდების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ასევე 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განაცხადი (დანართი NIV–10) გადახდილი აქციზის თანხის ზედმეტად გადახდილ თანხად აღრიცხვის მოთხოვნით, თუ მას ამ შეღავათით არ უსარგებლია. კერძოდ, იმ თანხაზე, რომელიც საქონლის გამოყენების პერიოდში არ არის ასახული (ჩათვლილი) აქციზის დეკლარაციაში და არ გამოყენებულა აქციზური საქონლის წარმოებისათვის.“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6.   საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის   194-ე   მუხლის   მე-5   ნაწილის   „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით, 2012 წლის 5 ივლისი - დეკემბრის  საანგარიშო  პერიოდში  რეალიზებული/გამოყენებული  (გარდა აქციზური   საქონლის   წარმოებისათვის   გამოყენებულისა)   იმპორტირებული   საქონლის მიხედვით აქციზის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება 2012 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური