ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად გატანისა და გერმანული წარმომავლობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1385
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2013 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად გატანისა და გერმანული წარმომავლობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ივ ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­ სი­ ტეტის საცავში დაცული დაზიანებული წიგნების სარესტავრაციო სა­ მუ­­ შაოების განხორციელებისა და გერმანული წარმოშობის წიგნების გე­რ­მა­ნიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით:

ა) დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნი­სტროს, შესაძლოდ უმოკლეს ვადებში, განახორციელოს საკანონ­მდე­ბ­ლო ცვლილებისათვის საჭირო ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახე­ ლო­­­ ბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცავში დაცული და­ზი­ანებული წიგნებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისა და სა­ქა­რ­თველოდან გატანის ნებართვის გაცემის გამარტივებული პრო­ცე­დურის დადგენის მიზნით;

ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს , ,,ა“ ქვეპუ­ნ­ქ­ტ­ით გათვალისწინებული წიგნების მდგომარეობის გათვალისწი­ნე­ბით, შე­ი­მუშაოს მათი საქართველოდან გატანის მიზნით გამარტივე­ბუ­ლი საბაჟო პროცედურა;

გ) დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი­ს­ტ­როს შე­სა­ბა­მი­სი დარგობრივი სპეციალისტებისა და ექსპერტების (საჭი­რო­­ების შემ­თ­­ხ­ვე­ვაში უცხოელი სპეციალისტების) შემადგენლობით კო­მი­სიის შექ­მ­ნა, რო­­მელიც უზრუნველყოფს როგორც საქართველოში, ასე­ვე გერმანიის ფე­­დე­რაციულ რესპუბლიკაში მიმდინარე სარესტავრაციო სა­მუშაოებზე და­კ­ვირვებას, კლასიფიცირებასა და შესაბამისი გადაწ­ყ­ვე­ტი­­ლების მიღე­ბის სა­ჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების საქართ­ვე­­ლოს მთავრო­ბი­სათვის წარდგენას.  

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ბ . ივანიშვილი