თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№565
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 10/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №565

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ

1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე არსებულ გეოლოგიურად რთულ მონაკვეთზე მეწყრული მოვლენების გააქტიურების შედეგად მიწის ვაკისის მუდმივი ჯდენისა და ავტოტრანსპორტის შეზღუდული რეჟიმით მოძრაობის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე მიწის ვაკისის აღდგენისა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესების დროებით ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სამუშაოთა დაჩქარების, დეტალური დაპროექტების მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთიან კომპლექსში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2007.
როდის იქნა მიღებული „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“?
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 10.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №565. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე განსახორციელებელ მეწყერსაწინააღმდეგო დროებით ღონისძიებათა შესახებ“, №565, 10.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2054108/