საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2
2008 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 140 დადგენილების შესაბამისად:
ა) ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურს არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის პროექტი;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის № 101 დადგენილების შესაბამისად გამოსცეს სათანადო ადმინისტრაციული აქტი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2008.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“?
- „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 09.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 107კმ-109კმ მონაკვეთის (ბათუმი-აეროპორტი) მშენებლობის თაობაზე შეთანხმების ღონისძიებათა შესახებ“, №2, 09.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2099568/