ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №398
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის” შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” 2003 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების „ა” დანართის მე-6 პუნქტისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის” 2004 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების „ა” დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ №000700975 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 6 552.2 ათასი ლარი, ხოლო №000700878 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 9 000.0 ათასი ლარი გადარიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის კონკურსებსა და ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;
ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადებისას უზრუნველყოს აღნიშნული სახსრების ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში;
გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“?
- „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“ მიღებულია 23.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №398. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ“, №398, 23.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2060740/