სს ,,ჭიათურმანგანუმის“ მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 17/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №127

2005 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

სს ,,ჭიათურმანგანუმის“მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შესახებ

სს ,,ჭიათურმანგანუმის“მიერ დაზარალებული პირების, საწარმოო ტრავმით დაშავებულთა და მათი მოთხოვნების მოცულობის ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების ხელმოწერიდან ხუთ დღეში შექმნას სს ,,ჭიათურმანგანუმის“მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულების ხელმოწერიდან სამ დღეში უზრუნველყონ შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

3. ეთხოვოს საქართველოს კონტროლის პალატას, განკარგულების ხელმოწერიდან სამ დღეში წარმოადგინოს შესაბამისი კანდიდატურა კომისიაში მონაწილეობისათვის.

4. კომისიამ უზრუნველყოს სს ,,ჭიათურმანგანუმის“მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრავმით დაშავებულთა, აგრეთვე მათი მოთხოვნების მოცულობის ზუსტი რაოდენობის დადგენა 2005 წლის 1 ივნისამდე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი