საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ზოგიერთი კერძო სამართლის იურიდიული პირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №39
2006 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ზოგიერთი კერძო სამართლის იურიდიული პირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე
2005 წლის მარტ-აპრილში მოსული უხვი ნალექებისა და თოვლის ინტენსიური დნობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდინარეების კატასტროფულად ადიდებამ გამოიწვია მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის, ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის, იფარი-ადიშისა და სხვა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მიწის ვაკისის მონაკვეთების ჩაქცევა, ხიდების სარეგულაციო და ნაპირსამაგრი ნაგებობების დან-გრევა. მდინარეების ადიდებამ დიდი ზიანი მიაყენა სვანეთის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთისა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს.
ზემოაღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად გარე სამყაროს მოსწყდა მთელი რიგი სოფლები. საჭირო გახდა დაზიანებული საავტომობილო გზების ჩაწყვეტილი მონაკვეთების ზედა კლდოვანი ფერდობების მხარეს გზის შეწევა და კლდის ლოდებით ნაპირსამაგრ სამუშაოთა შესრულება, რაც დაკავშირებულია კლდოვანი ფერდობების ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა წარმოებასთან.
პრობლემის გადასაწყვეტად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის № 154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,2005 წლის მარტ-აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 ივლისის № 288 განკარგულების საფუძველზე:
1. გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ფირმები: შპს „ამბროლაურის ავტოგზა № 10“(ქუთაისი-ალპანა-მამისონი კმ66-კმ109 მონაკვეთზე მიწის ვაკისის სახიდე გადასასვლელებისა და წყალგამტარი ნაგებობების აღდგენის სამუშაოების წარმოება); შპს „ამბროლაურგზა-7“(თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური კმ40-კმ67 მონაკვეთზე მოვლა-შენახვის სამუშაოების წარმოება); შპს „ლენტეხის საგზაო - 2000“(ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი კმ98-კმ108 და კმ109-კმ145 მონაკვეთზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოების წარმოება); შპს „მესტიის საგზაო სამმართველო“(ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი კმ74-კმ300 მონაკვეთზე გზების აღდგენის სამუშაოების წარმოება); შპს „რემმშენი“(ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილი კმ10+300 – კმ37+00 მონაკვეთის ნაპირსამაგრი და აღდგენის სამუშაოების წარმოება); შპს „კორპორაცია აღმაშენებელი“(ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდი-ლი კმ42-69 მონაკვეთზე ცალკეული მონაკვეთის აღდგენის და კმ72-კმ91 მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოება); შპს „ზიმო“(წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი კმ93-კმ96 მონაკვეთზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოების წარმოება); შპს „გზა-98“(ხაიში-ვედი კმ3 – კმ3+500 მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების წარმოება); შპს „გელა ვანათელი“(ქუთაისი-ალპანა-მამისონის კმ51-კმ300 მონაკვეთზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოების წარმოება გზის ვაკისის აღსადგენად).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი