„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№44
2008 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის №16 დადგენილების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათვალისწინებით და „საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად შპს „მტკვარი ენერგეტიკისათვის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „იტერა-საქართველოსა“და სს „ენერჯი-ინვესტისათვის“გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 83 978 666 ლარი სესხიდან 23 906 029 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩენილი 60 072 636 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) შპს „მტკვარი ენერგეტიკაზე“რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „მტკვარი ენერგეტიკას“, ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნათობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, ხოლო 41 401 590 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
გ) სს „იტერა-საქართველოზე“რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „იტერა-საქართველოს“, ხოლო 5 139 075 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
დ) სს „ენერჯი-ინვესტზე“რიცხული 764 758 ლარი სესხიდან 3 015 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ენერჯი-ინვესტს“, ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ე) შპს „მტკვარი-ენერგეტიკამ“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, სს „იტერა-საქართველომ“და სს „ენერჯი-ინვესტმა“ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე დარიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა-დ“ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე;
ვ) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვრამდე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „მტკვარი-ენერგეტიკასთან“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“, სს „იტერა-საქართველოსთან“, სს „ენერჯი-ინვესტსა“და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც აგრეთვე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების მიხედვით შპს „მტკვარი-ენერგეტიკასთან“ 2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული №01.01-8296, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ 2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული №04.01-8296, სს „იტერა-საქართველოსთან“ 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული №02-02.01-8296, სს „ენერჯი-ინვესტთან“ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყონ შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“გაცემული სესხის იმ ტრანშებზე, რომლებზედაც არ არის გაფორმებული გრაფიკები, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკების შედგენა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე