„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №737
2007 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებით და შესაბამის სასესხო ხელშეკრულებათა პირობების გათვალისწინებით გაცემული სესხისა და შესაბამისი სარგებლის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით:“;
ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის №16 დადგენილების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათვალისწინებით და „საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად შპს „მტკვარი-ენერგეტიკისათვის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“, სს „იტერა-საქართველოსა“და სს „ენერჯი-ინვესტისათვის“გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 100 067 506 ლარი სესხიდან 38 270 423 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩენილი 61 797 083 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს `საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) შპს „მტკვარი-ენერგეტიკაზე“რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „მტკვარი-ენერგეტიკას“, ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, ხოლო 41 401 590 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
გ) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაზე“რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 364 394 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“, ხოლო 1 724 446 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
დ) სს „იტერა-საქართველოზე“რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „იტერა-საქართველოს“, ხოლო 5 139 075 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ე) სს „ენერჯი-ინვესტზე“რიცხული 764 758 ლარი სესხიდან 3 015 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ენერჯი-ინვესტს“, ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ვ) შპს „მტკვარი-ენერგეტიკამ“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“, სს „იტერა-საქართველომ“და სს „ენერჯი-ინვესტმა“2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე დარიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა-ე“ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე;
ზ) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვრამდე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „მტკვარი-ენერგეტიკასთან“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან“, სს „იტერა-საქართველოსთან“, სს „ენერჯი-ინვესტსა“და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც აგრეთვე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების მიხედვით შპს „მტკვარი-ენერგეტიკასთან“2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული 0101-8296, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული 0401-8296, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან“2007 წლის 17 იანვარს გაფორმებული 02-03.01-8296, სს „იტერა-საქართველოსთან“2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს „ენერჯი-ინვესტთან~ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.
3. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“უზრუნველყოს ბუნებრივი აირის რეალიზაცია: სულ ცოტა 143 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, შპს „მტკვარი-ენერგეტიკისათვის“, სს „ენერჯი-ინვესტისა“და სს „თბილსრესისათვის“– სულ ცოტა 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფოს კუთვნილი წილის მომყოლ (თანამდევ) ბუნებრივ აირზე; ხოლო ყველა სხვა საბითუმო მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის – სულ ცოტა 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე.“;
გ) განკარგულების მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე