საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ქვეყანა-კოორდინატორის ფუნქციის შესრულების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელთა დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №627
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ქვეყანა-კოორდინატორის ფუნქციის შესრულების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის და ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელთა დანიშვნის თაობაზე
„სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ქვეყანა-კოორდინატორების დამტკიცების შესახებ” სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების, აგრეთვე სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 2006 წლის 4 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორის დებულების” შესრულების მიზნით:
1. დაეკისროს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009-2010 წლებში ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორის ფუნქციების შესრულება;
ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2009-2010 წლებში ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორის ფუნქციების შესრულება.
2. დაინიშნოს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად;
ბ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე ენერგეტიკის საკითხებზე სუამის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური