სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5550.4 გრძივი მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (გეგმარებითი სიგრძე –5244.45მ; ფაქტობრივი სიგრძე – 5550.4 მ; ს/კ 81.00.460); 14271.9 გრძივი მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (გეგმარებითი სიგრძე – 13527.2მ; ფაქტობრივი სიგრძე – 14271.9 მ; ს/კ 81.00.459); 1479 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.342); 1545.6 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.341) და 2294.46 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.340) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს „რუსთავგაზს“ (ს/კ 216290877).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ) 2013 წლის 31 დეკემბრამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი გამარჯვების მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 29.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1790. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016257.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1790, 29.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2126458/