მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.95 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№856
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №856

2008 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის საქართველოს  მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.95 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის №11 სხდომის ოქმი) და მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მიზნით ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის (ყოფილი გარისის სატყეო) №16 კვარტალის №3, №4, №6, №7, №8 ლიტერებში, №17 კვარტალის №2, №3, №4 ლიტერებში და №18 კვარტალის №13, №14, №15, №16 ლიტერებში არსებული მიწის ფართობი, სულ 15.95 ჰექტარი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გ. მგალობლიშვილი