ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.1999 ბოლო ცვლილება 19.05.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№672
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69(76), 24/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №672

1999 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად განისაზღვროს მათი დაკრძალვის წესი:

1. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვას თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში განსაზღვრავს  ადგილობრივი მმართველობის ორგანო (თბილისის მერია) დადგენილი წესით, თუ კანონმდებლობით ან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

2. ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდეს მხოლოდ გადასვენების წესით და განხორციელდეს  მათი გარდაცვალებიდან 30 (ოცდაათი) წლის შემდეგ.

3. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სათანადო ნორმატიული აქტით საქართველოს მწერალთა კავშირის, სხვა შემოქმედებითი კავშირების, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარდგინებით.

ე. შევარდნაძე

 

 

                                                                                      

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2010.
როდის იქნა მიღებული „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“?
„ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ მიღებულია 17.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №672. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.001..
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.05.2010-დან.
სად არის „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“, №672, 17.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21826/