„რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №569 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №333

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 569 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ქვეპუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №569 განკარგულების დანართში და სააქციო საზოგადოება „გურჯაანგაზის“მიმართ 2007 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 188 627 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 220 399 ლარის ოდენობით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე